ახალი ამბები
ტყვიავისა და კარბის სკოლები საერთო მასწავლებლის დაინფიცირების გამო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ტყვიავისა და კარბის საჯარო სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. საერთო მასწავლებლის დაინფიცირების გამო, სკოლამ ორი კვირით საკლასო ოთახებში სწავლება შეწყვიტა.

მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმზე გააგრძელებენ.

"ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს. ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს რეკომენდაციები და სკოლები იცავენ ჯანდაცვის სმინისტროს მიერ შემუშავე ულ ყველა ნორმას. ვცდილობთ მოსწავლეთა ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული და თავიდან ავირიდოთ რისკები" - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ბოლო მონაცემებით შიდა ქართლში 207 ინფიცირებულია. აქედან 38 - კასპში, 5 - ხაშურში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები