ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი, 61 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ტესტი 206-მა ადამიანმა ჩაიტარა, საიდანაც დადებითი პასუხი 61-მა მოქალაქემ მიიღო.

ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1046-ს აღწევს, აქედან სამედიცინო დაწესებულებაში 228 პაციენტი მკურნალობს, ბოქსირებულ განყოფილებაში გადაყვანილია 189 პაციენტი.

15 სექტემბრიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 134 ადამიანი. საერთო ჯამში, პანდემიის დროს, 14 ადამიანი გარდაიცვალა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2020 წლის 15 სექტემბერს რუსეთის რესპუბლიკასთან მიმოსვლა აღდგა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები