ახალი ამბები
15 ნოემბერი: კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 592, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 280.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები