ახალი ამბები
ახალი საინფორმაციო პორტალი ოჯახის ექიმთან დასაკავშირებლად უკვე ამოქმედდა
112-ში განხორციელებული ზარების შემცირების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი საინფორმაციო პორტალი შქმნა რისი მეშვეობითაც საყოველთაო დაზღვევის მქონე პირს შესაძლებლობა ეძლევა გაარკვიოს ოჯახის ექიმის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაიგოს, თუ რომელი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად გადადით მითითებულ ლინკზე http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს 1505-ზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები