ახალი ამბები
,,გორმედის" კოვიდკლინიკაში 243 პაციენტიდან 12 პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
,,გორმედის" ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 243 ინფიცირებული სტაციონარული პაციენტი, მათგან 15-ის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, კრიტიკულად მძიმეა 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდკლინიკებში მოთავსებული პაციენტების მართვის პარალელურად, 112-ის მეშვეობით შემოსული ზარებიდან იმართა 225 შემთხვევა, ონლაინ კლინიკა მოემსახურა 401 პირს, ცხელების ცენტრში მომსახურება გაეწია 35 მოქალაქეს, კოვიდშემთხვევების გარდა, ,,გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადის სხვადასხვა გადაუდებელი პათოლოგიით შემოსული (რეანიმაციული, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ონკოლოგიური, ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური) 67 პირი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები