ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის
გარდაცვალება - 2 ადამიანი.
ერთი მათგანი, 80 წელს გადაცილებული კაცი ქალაქ გორში, ხოლო მეორე,
ასევე 80 წელს გადაცილებული ქალი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ
სოფელში ცხოვრობდა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა ახალ რაოდენობას, შიდა ქართლის რეგიონში 24
საათის განმავლობაში 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ გაგზავნილი
იყო 267 სინჯი.
გამოჯანმრთელდა - 123 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 109
პირს.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 3159-ია, მათ შორის - 1126
პაციენტი მკურნალობს სახლში.
თვითიზოლაციაში 2237 პირი იმყოფება.
წყარო: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.
სტატიის გამოყენების პირობები