ახალი ამბები
გორსა და ხაშურში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა
24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილთაგან ერთი 60 წლამდე მამაკაცი (გორი), მეორე 80 წელს გადაცილებული ქალი (გორი) და ასევე 80 წელს გადაცილებული კაცი (ხაშური).სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

80 წელს გადაცილებულ ქალბატონს ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია და შაქრიანი დიაბეტი, 60 წლამდე კაცი ინსულტიანი იყო და სუნთვის უკმარისობა ჰქონდა, ასევე პნევმონია და 80 გადაცილებული კაცს ჰქონდა გულის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობამ 294-ს მიაღწია. სულ
გაგზავნილი იყო 449 სინჯი. გამოჯანმრთელდა - 182 ადამიანი.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 113 პირს.

რეგიონში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა - 3428, მათ შორის - 1092 პაციენტი მკურნალობს სახლში. თვითიზოლაციაშია 2253 პირი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები