ახალი ამბები
კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევებიდან, 169 შიდა ქართლში გამოვლინდა
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა შემდეგია: ქვემო ქართლი – 216, შიდა ქართლი – 169, გურია – 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, მცხეთა -მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 30 449, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი.

„6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, მათ შორის, თბილისში – 523, აჭარაში – 134, იმერეთში – 269.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 – თბილისში, 1 062 – აჭარაში, 124 – იმერეთში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 87, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 610 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 175 პირი, აჭარაში – 7 037, იმერეთში – 6 233“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები