საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი,
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი
გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები