29 დეკემბერი: კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტახნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო-დღე ღამეში 2 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25
ინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 224 155 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 208 951 გამოჯანმრთელდა, 2 443 კი
გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 28 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, 2 766 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 41 კი
გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები