30 დეკემბერი: კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
ცოტახნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო დღე ღამეში 1 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38
ინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 225 893 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 210 445 გამოჯანმრთელდა, 2 481 კი
გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი
გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები