საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 963 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25
პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 763 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 222 405 გამოჯანმრთელდა, 2 628 კი
გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 2 199, PCR ტესტით –1 646.
ამასთან, 3 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 417
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სტატიის გამოყენების პირობები