ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 6 408 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 223 695-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 670 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 257,
ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი -
25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076,
საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 916, აჭარაში - 353, იმერეთში - 732. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში
- 87, იმერეთში - 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275
პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 13, იმერეთში - 31. 742
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 -
თბილისში, 455 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 159, აჭარაში - 47, ხოლო იმერეთში - 64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 290 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 14 404 პირი, აჭარაში - 2 052, იმერეთში - 2 473.
სტატიის გამოყენების პირობები