ახალი ამბები
ხაშურში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა - 19 იანვარი
19 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 81 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გარდაიცვალა 2 ადამიანი. ორივე პაციენტი (80 და 60 წლის ასაკის მამაკაცები) ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 210 სინჯიდან კორონავირუსი 95 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 41 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5008 , მათ შორის - 1319 პაციენტი მკურნალობს სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1314 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო გარდაიცვალა 15 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები