ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 1 თებერვალი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,  ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 566 PCR ტესტით.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე. ხოლო გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 194 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს.

ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო - ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში-252, აჭარაში-46, იმერეთში-147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები