გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სოფლის დეპუტატს კორონავირუსი
დაუდასტურდა. ამის შესახებ 3 თებერვალს გორის საზოგადოებრივ ცენტრში
ჩატარებული ტესტირების შედეგად გახდა ცნობილი.
როგორც ირკვევა, კორონავირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე,
29 იანვარს, სოფელში გორის მერი კოტე თავზარაშვილიც იმყოფებოდა. მან,
სოფლის დეპუტატთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერა. დათვალიერების
პროცესში ჩართული იყო მერის პირველი მოადგილეც.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ინფიცირებულ
დეპუტატთან კონტაქტში მყოფ მერსა და პირველ მოადგილესაც ჩაუტარებენ
ტესტს.
,,მე დამიდასტურდა კოვიდი, თუმცა მსუბუქი ფორმებით, სუნსა და გემოს
ვერ ვგრძნობ, მხოლოდ'' - გვითხრა სოფლის დეპუტატმა.
დღეს შიდა ქართლში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სტატიის გამოყენების პირობები