ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 850 პაციენტი იმყოფება - COVID-19
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ამავე პერიოდში, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ 850 ადამიანი იმყოფება.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2105-ს აღწევს.

ამა სააგენტოს ცნობით, 2020 წლის თებერვლიდან დღემდე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ტესტირება 17 458 მოქალაქემ ჩაიტარა, საიდანაც 2 975 ადამიანის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები