ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 23 თებერვალი
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 35, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც: 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 747, აჭარაში - 167, იმერეთში - 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 321 პირი, მათ შორის, თბილისში - 109, აჭარაში - 35, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 62, აჭარაში- 7, იმერეთში - 9. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 73 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 285 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 90.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 082 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 354 პირი, აჭარაში - 449, იმერეთში - 840.
Print

სტატიის გამოყენების პირობები