ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - კიდევ 4; ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ანა გაგლოევას თქმით, ბოლო 24 საათში ტესტი 68 ადამიანს ჩაუტარდა.

,,ჯამში, კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 3050-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 2164 პაციენტი. 886 პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება", - თქვა გაგლოევამ.

ანა გაგლოევას განმარტებით, დღეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 ადამიანია. ხოლო პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ჩატარდა 18410 ტესტი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები