ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 805-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 541 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 14, იმერეთი - 50,
ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 35, გურია - 11, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 25, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367,
საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 180, იმერეთში - 265. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში
- 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი,
მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 -
აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 107, ხოლო აჭარაში - 24.
სულ 6 ოქტომბრიდან - 2 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 420 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 871 პირი, აჭარაში - 407, იმერეთში - 688.
სტატიის გამოყენების პირობები