ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 4 მარტი
რამდენიმე დღეა, დეფაქტო სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს. ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ანა გაგლოევას განცხადებით, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.

ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსი 3081 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2591 გამოჯანმრთელებულია. ამჟამად, 490 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის განმავლობაში 18 661 ტესტი ჩატარდა. ექიმები მოუწოდებენ ხალხს, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები