ახალი ამბები
ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გუშინ გორის მერი კოტე თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში იმყოფებოდა.

,,გორის მერია ქალბატონ ვალიას შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება. ვალია ვალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამ ეტაპზე ის თავს კარგად გრძნობს.'' - აცხადებენ გორის მერიაში.

ორი დღის წინ, საქველმოქმედო ჯგუფის ,,მხარდამხარის'' წევრებმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ჯგუფის წევრებმა მის დასახმარებლად აქცია დაგეგმეს.

ვალია ვანიშვილი იმ სახლში აგრძელებს ყოფნას, სადაც მეუღლესთან ერთად, დათა ვანიშვილთან ერთად ცხოვრობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მათი სახლი მავთულხლართების მიღმა დარჩა. 13 წლის განმავლობაში, ცოლ-ქმარი საოკუპაციო რეჟიმის პირობებს უმკვლავდებოდნენ. მარტოდ დარჩენილ ქალს ამჟამად ყურადღებას მისი შვილი აქცევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები