მიუხედავად იმისა, რომ 8 კონტაქტის ბიოლოგიურმა ანალიზმა კორონავირუსი
არ დაადასტურა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ეპიდემიოლოგები
მუშაობას აგრძელებენ.
დღეს გამოიკვლევენ როგორც არაპირდაპირ კონტაქტებს, ასევე, დანარჩენ
მოსახლეობას თერმოსკრინინგიც ჩაუტარდება. რა მოცულობის ღონისძიებებზეა
საუბარი, ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
შეგახსენებთ, 29 აპრილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას
კორონავირუსი დაუდგინდა. ,,ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი
აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად
მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა
მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ
მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა"
- აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.
30 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის
დადასტურებული შემთხვევები 539- მდე გაიზრდა.
სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მათ შორის
გამოჯანმრთელებული - 178
გარდაცვლილი - 6; კარანტინის რეჟიმში - 5256; სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 548
სტატიის გამოყენების პირობები