რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
სტალინის მუზეუმში ახალი ფილები დაიგება - რა კავშირი აქვს ,,მშენებელს" ყინწვისის მწვანე ქვებთან
კომპანია ,,ტაძარი +"-ის დირექტორი აცხადებს, რომ სტალინის მუზეუმში ფილებს ის კომპანია დააგებს, რომელიც ყინწვისის მონასტერში სამუშაოებს აწარმოებდა. ამის შესახებ საჩივარი დირექტორმა ლიკა ჩინჩალაძემ შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა.

ლიკა ჩინჩალაძეს მაგალისთვის ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის, საბა ჟღენტის წერილი მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ მონასტერში ფილების დაგებს სამუშაოები აწარმოა შპს ,,მშენებელმა".

შპს ,,მშენებელის" დირექტორი ომარ თაბუაშვილი აცხადებს, რომ სასულიერო პირის წერილი სხვა სამუშაოებს ეხება და არანაირი შეხება მწვანე ფილებთან არა აქვს:

,,მე მივხვდი, თქვენ რაზეც მირეკავთ. მე წარმოდგენა არ მაქვს, თუ ვინ დააგო ის ფილები ყინწვისში, მე სულ სხვა სამუშაოები ჩავატარე ყინწვისში" - აცხადებს ომარ თაბუაშვილი. ჩვენს კითხვაზე, თუ რა სამუშაოები ჩაატარა, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ რაც ჩვენ გვაინტერესებს, ის სამუშაოები არ ჩაუტარებია.

,,ყოველ შემთხვევაში, რაც თქვენ გაინტერესებთ, ის სამუშაოები არ ჩამიტარებია. არ მცალია" - აცხადებს ომარ თაბუაშვილი.



საქმე იმაშია, რომ სტალინის მუზეუმის შესასვლელში ფილები უნდა გამოიცვალოს. ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახური აღნიშნავს, რომ ფილები დაზიანებულია და გამოცვლას საჭიროებს. მის გამო, მუზეუმმა თითქმის 60 000 ლარი გამოყო.

კომპანია ,,ტაძარი +"-ის დირექტორი ლიკა ჩინჩალაძე წერს, რომ სტალინის მუზეუმმა სხვა კომპანიას დისკვალიფიკაცია უსამართლოდ მისცა:

,,მიმწოდებელმა ორგანიზაციამ, კომპანია ,,მშენებელმა" წარადგინა ცნობა, რომელიც გაცემულია რუისისა და ურბნისის ეპარქიის, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი საბა ჟღენტის მიერ, შესაბამისი მონასტრის ტიტულიან ბლანკზე. აღნიშნულ ცნობას აკლია ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისი დოკუმენტები, და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები დღგ-ს ანგარიშფაქტურები – გადარიცხვის ქვითრები. მიმწოდებელმა ორგანიზაციამ არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ვინაიდან სამუშაო შესრულებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებულ შესრულებულ სამუშაოებზე არსებობს ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი." - აღნიშნავს ,,ტაძარი +"-ის დირექტორი.

ლიკა ჩინჩალაძე განმარტავს, რომ პირველ ჯერზე ,,მშენებელს" წარდგენილი აქვს ცნობა, სადაც იკვეთება რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვს შეწირულობისა სახით, ამ ყოველივეზე უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი ვინაიდან საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

,,შეწირულობის შემთხვევაში – აღნიშნული შეწირულობის გამცემი მხარე – იბეგრება მოგების გადასახადით. ასევე ეჭვს იწვევს მეორე ცნობაც, აღნიშნულში წერია, რომ შპს „მშენებელს“ შესრულებული აქვს ანალოგიური სამუშაოები. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვეიდეობის სამუშაოების შესრულების საკითხს აუცილებელია აღნიშნულზე გაცემული იყოს შესაბამისი ორგანოს მიერ ნებართვა კონკრეტულ შემსრულებელ პირზე." 

ლიკა ჩინჩალაძე ფიქრობს, რომ სოფელ ელბაქიაანთკარის წმ. გიორგის ეკლესიაში და ყინწვისის ეკლესიის და მის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უნდა იყოს ნებართვა ძველი თარიღით, აუცილებელია ამ ნებართვის წარმოდგენა, რადგან შეუძებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე თუნდაც კენჭის მიმაგრება უნებართვოთ.

სტალინის მუზეუმის შესყიდვების სამსახურში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა:

,,დავა მიმდინარეობს, მაგრამ დიდი ალბათობით ფილებს ,,მშენებელი" დააგებს. აქ საერთოდ საუბარი არაა მწვანე ფილებზე. ჩვენთან ბაზალტისა და გრანიტის ფილები დაიგება. დაზიანებულია, მხოლოდ, რამდენიმე ადგიას, სადაც ხელოვნური ქვებია დალაგებული. ყინწვისში რა მოხდა, ეს ჩვენ არ გვეხება და მწვანე ფილებს ჩვენთან არავინ დაუშვებს" - აცხადებენ სტალინის მუზეუმის შესყიდვების სამსახურში.

იხ. ამავე თემაზე:

ყინწვისს მარმარილოს ფილები კერძო პირმა შესწირა - ფერი მღვდლებმა შეარჩიეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.