ახალი ამბები
არჩევნები პანდემიის ფონზე და რეგულაციები უბნებზე - ,,ქართლის სტუდია''
2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს უბნებზე სიახლეები დახვდებათ. კომისიის წევრებს, ამომრჩევლებს, დამკვირვებლებსა და მედიას პირბადეების და დამცავი საშუალებების გარეშე უბანზე მუშაობის უფლება არ ექნებათ.

როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას, ამ და სხვა საკითხებზე ,,ქართლის სტუდიაში" გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა ისაუბრა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები