რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
საქმის გარჩევა და ჩხუბი საგურამოს ტყეში

 

პროკურატურის ინფორმაციით, რომელსაც ადვოკატები არ ეთანხმებიან, საგურამოს მიმდებარე ტერიტორიიდან 6 პირმა მძევლად - 2 ადამიანი ბადრი წივწივაძე და ზედმეტსახელად წოდებული ვინმე ,,ბაია“ აიყვანა და ქალაქ გორში  სავარაუდო გამტაცებლის ბინაში წაიყვანა. ამის გამო,  რატი ვართუმაშვილი, ვიტალი ჯიოშვილი,  ალიკა ბელიანცი, გურამ ბაგაევი,  ზურაბ კარელიძე და სამსონ კაჟაშვილი დააკავეს.


ფაქტი უკავშირდება ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ კონფლიქტს.

 

კერძოდ, პირველადი ვერსიით, გენადი ყაულაშვილმა, რომელიც ხეობიდან დევნილია, ავტომანქანა ,,ფოლცვაგენ ჯეტა"  მისივე ბავშვობის მეგობარს, ასევე, დევნილ ალიკა ბელიანცს გასაყიდად დაუტოვა. ბელიანცმა ავტომანქანის გაყიდვა და მისი ღირებულების სრულად დაფარვა დათქმულ ვადებში ვერ შეძლო, რაზედაც გენადი ყაულაშვილთან კონფლიქტი წარმოეშვა.

 

,,გენადი ყაულაშვილი არასამართლებრივი (გარჩევის) გზით დავის მოგვარებას შეეცადა. მან საქმის გასარჩევად დაიბარა ალიკა ბელიანცი სოფელ საგურამოსთან. შეხვედრის ადგილზე გენადი ყაულაშვილი წარსულში ნასამართლევ ორ პირთან ერთად - ბადრი წივწივაძესთან და ვინმე ,,ბაიასთან“ ერთად მივიდა. მისი მხრიდან სულ 15-მდე ადამიანი იყო. ხოლო ალიკა ბელიანცმა დათქმულ ადგილზე 6 პირი მიიყვანა. აქ შეიძლება ვისაუბროთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე და არა ვინმეს გატაცებაზე" - აცხადებს ალიკა ბელიანცის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

 

როგორც აღმოჩნდა, ალიკა ბელიანცის მხარემ გენადი ყაულაშვილის მხარეს ჩხუბში ფიზიკურად აჯობა. ალიკა ბელიანცის თანმხლებმა პირებმა გენადი ყაულაშვილის მიყვანილი  ორი ადამიანი ავტომანქანაში ჩასვეს და ქალაქ გორში ერთ-ერთ ბინაში მიიყვანეს. გენადი ყაულაშვილი კი შემთხვევის ადგილიდან გაექცათ. პროკურატურა თვლის, რომ აღნიშნული პირები ბინაში, გენადი ყაულაშვილის გამოჩენის მიზნით, მძევლად ჰყავდათ.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ გენადი ყაულაშვილი ალიკა ბელიანცისგან მანქანის გადაფორმებას ითხოვდა. ხოლო თავის მხრივ ალიკა ბელიანცი  ყაულაშვილისგან -  ნაწილობრივ უკვე გადახდილი თანხის ანაზღაურებას.

 

კიდევ ერთ დაკავებულ პირს, ვიტალი ჯიოშვილს, რომელიც საგურამოდან გორში წამოყვანილი მანქანის მძღოლია, ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს. ადვოკატი ფიქრობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შედგენილი ჩვენებები პოლიციამ მოწმეებს ზეწოლით დააწერინა. ,,მას საერთოდ განზრახული არ ჰქონდა ვინმეს მძევლად აყვანა. ისინი მანქანით გორში წამოიყვანა, რადგან საგურამოში არ დატოვა" - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

 

უცნობია, იმ პირების მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი, რომლებიც პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. წინასწარი გამოძიება გრძელდება, დაკავებულები კი წინასწარი გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში რჩებიან.

 

გამოყენებულია თემატურად შერჩეული ფოტო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.