,,ტკბილი ენით ვცადეთ მისი დამშვიდება" - აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი. სამართალდამცავების ცნობით, ის ფსიქიკურად დაავადებულია და გორის რაიონის ერთ-ერთ სოფლის მკვიდრია. ,,გადმოხტომა ადრე რამდენჯერმე სცადა" - დასძინა სამაშველო სამსახურის უფროსმა.
მამაკაცი სიმაღლიდან ისევ უკან ჩამოვიდა. ვითარების შესწავლის მიზნით პატრულის თანამშრომლებმა სამმართველოში წაიყვანეს.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა გორში სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთა და ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილისგან იხსნა. გორში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე განათების ბოძზე ასული, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1975 წელს დაბადებული მოქალაქე თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტომას აპირებდა. თვითმხილველმა ტაქსის მძღოლმა აღნიშნულის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, კერძოდ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკების შედეგად დაარწმუნა აღნიშნული პირი არ გადმომხტარიყო, გადააფიქრებინა თვითმკვლელობა და ბოძიდან უვნებლად ჩამოიყვანა. საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქე სახლამდე მიაცილა." - აღნიშნულია განცხადებაში.
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








