ახალი ამბები
ძაღლთა თავშესაფარს ქალაქის საკრებულო დაფინანსებას არ უზრდის
გორის მერიის ბალანსზე არსებული ააიპ ,,ძაღლთა თავშესაფრის" ხელმძღვანელი დაფინანსების გაზრდას ითხოვს.

ამის შესახებ თამარ აფციაურმა ჯერ საკრებულოს მიმართა, შემდეგ ვითარება ადგილზე ჟურნალისტებს გააცნო.

მისი თქმით, წლიური თანხა 108 000 ლარი თავშესაფრის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია.

მართალია, გორის 2016 წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არაა, თუმცა თამარ აფციაურის თქმით, ქალაქის საკრებულოს წევრებმა დაფინანსების გაზრდაზე უარი თქვეს.













Print

სტატიის გამოყენების პირობები