ახალი ამბები
რა მდგომარეობაშია ქვათახევის გზა
ქვათახევის მონასტრამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია.

ამის გამო, სკოლის მოსწავლეები, ტურისტები თუ მომლოცველები, ძირითადად, ფეხით სოფელ წინარეხიდან მიდიან.

ცენტრალური შიდა სარაიონოთაშორისო გზიდან მონასტრამდე მანძილი დაახლოებით 10 კმ-ია. სოფელ წინარეხიდან კი, 7 კმ.

წინარეხელები ამბობენ, რომ გაუვალი გზის გამო, მანქანებს, მიკროავტობუსებს და ავტობუსებს მძღოლები სოფელში აჩერებენ.

სოფლამდე მისასვლელი გზა კი მოხრეშილია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები