ახალი ამბები
არცეველები ჯარიაშენელების მიწებს არ ამუშავებენ
ქართულ და ოსურ სოფლებს, ჯარიაშენსა და ზემო არცევს ერთმანეთისგან, ამჟამად, თხრილი ჰყოფს.

გამყოფი თხრილის მიღმა ჯარიაშენში მცხოვრებ ოჯახებს მიწის ნაკვეთები დარჩათ.

ზემო არცეველები, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ჯარიაშენელების სარგებლობას მიკუთვნებულ ნაკვეთებს არ ეკარებიან.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს.

თხრილი ერთი თვის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ხანძრის საწინააღმდეგოდ გააკეთეს.

ჩვენი მეგზური ადგილობრივი მკვიდრი დავით გოგიაშვილი გვიყვება, რომ რუსი მესაზღვრები გაურკვეველი წარმოშობის რუკებით სარგებლობენ.

ის ითხოვს, რომ ქართული მხარე რუკების საქმეში ჩაერთოს, ხოლო ის ტერიტორია, რომელიც კომუნისტების პერიოდში ჯარიაშენის კოლმეურნეობას ეკუთვნოდა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებისგან გაიმიჯნოს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები