ახალი ამბები
ჟუჟუნა მაყიშვილი დიდი ხურვალეთიდან
ხურვალეთში მცხოვრები 85 წლის ჟუჟუნა მაყიშვილი ყოველდღე ვეფხისტყაოსანს, ბიბლიას, კარაბადინს და სხვადასხვა წიგნებს კითხულობს.

ამბობს, რომ კითხვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მარტო ცხოვრობს.

ვეფხისტყაოსნიდან ყველაზე მეტად თავის სამეფოდან ტარიელის დასახმარებლად ავთანდილის გაპარვის ეპიზოდი მოსწონს. ზეპირად იცის ავთანდილის წერილი როსტევან მეფისადმი.

ჟუჟუნა მაყიშვილი სოფელ დიდი ხურვალეთიდანაა და დაოჯახებულია მეზობელ სოფელ, ასევე ამავე სახელწოდების ხურვალეთში.

,,სკოლა წინაგარაში დავამთავრე. იქ ოსურ ენას გვასწავლიდნენ." - ამბობს ჟუჟუნა მაყიშვილი.

წიგნების კითხვასთან ერთად ჟუჟუნა მაყიშვილმა ოსური სიმღერაც გვიმღერა. ეს სიმღერა ქალის სიყვარულზეა. რომელმაც თავისი საქმრო სხვა გოგოსთან დაინახა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები