კალიფორნიელმა მორაგბეებმა გორის
,,ჯიქის" გუნდის წევრებთან ივარჯიშეს.
მათი შეხვედრა, გუშინ, ,,ჯიქების" სტადიონზე, გორში გაიმართა.
აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ამერიკის საელჩოს
მოწვევით, აშშ-საქართველოს დიმპლომატიური ურთიერთობების 25 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ თამაშებს ატარებენ.
გარდა ამისა, უკვე ორი წელია საქართველოში ,,სან-დიეგოს უნივერსიტეტი
საქართველოში" არსებობს.
გორის ,,ჯიქისთვის" ეს შეხვედრა
ასევე საკუთარი შესაძლებლობის გამოვლინების საშუალებაც
იყო.
რაც შეეხება ქვეყნის ჩემპიონატს, ბოლო ტურის შემდეგ, გორის
კლუბი 52 ქულით მეორე ადგილზეა და ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩზე
მაყურებელს სტადიონზე 2 აპრილს ელოდებიან.
სტატიის გამოყენების პირობები