Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გუდალეთო, არ დაიკარგები
ქსილისი - ე.წ. თრიალეთის შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი მთაა. სოფელი გუდალეთი სწორედ ქსილისის მთის ძირში მდებარეობს. 

გზა კავთისხევის მეზობელ სოფელ ეზატიდან იწყება და თითქმის 9 კმ მანძილის გავლა მოგიწევთ. ეზატიდან ორი გზა მიდის - ერთი ნოსტესკენ, მეორე გუდალეთისკენ.

,,გზა არ აგერიოთ, ნოსტესკენ არ წახვიდეთ“ - გვითხრა ეზატელმა კაცმა, რომელიც გაზაფხულის მზის ქვეშ უკვე ნაკვეთში სამუშაოდ გამოსულიყო. ჯერ ფოთლოვან-ბუჩქნარ-ტყიანი მთაგორი უნდა გადაგველახა. მოხრეშილ გზაზე პიკაპს დავეწიეთ. საბარგულით ტახტი გუდალეთისკენ მიჰქონდა. მივხვდით, რომ მძღოლი საზაფხულო დასვენებისთვის წინდაწინ ემზადებოდა.

მთაგორზე რომ ავედით,წინ ვაკე გადაიშალა და შორიდან ულამაზესი ქსილისის მთა გამოჩნდა. მის ძირში, ხეებში ჩამალული რამდენიმე სახლი შევამჩნიეთ, საიდანაც ალაგ-ალაგ კვამლი ამოდიოდა.

გუდალეთამდე გზა გავაგრძელეთ და გავაკებულ ადგილზე ნაძვნარს ჩავუარეთ. ნაძვნარის გარშემო, აგარაკები აუშენებიათ. ტყის სიახლოვეს მწყემსებიც მოძრაობდნენ, ძირითადად, დეკეულებს აძოვებდნენ, აშკარად, ფერმის ნახირი იყო. მეორე მხარეს ცხვარი ძოვრდა, მეცხვარე ბალახზე იწვა და გვერდს ნაგაზი უმშვენებდა. მეორე ნაგაზი შორიახლოს მზეს ეფიცხებოდა, თან ცალი თვალით ჩვენსკენ იყურებოდა.

,,ვინ შამოვა, ვინ შაინახავს ოჯახსა აქ“


სოფელში 100-მდე სახლი დგას, თუმცა გზაზე მივდივართ, მაგრამ გარეთ არავინაა. არავინ მოძრაობს. დასახლება პატარა მდინარის გარშემოა გაშლილი. სახლებს როგორც ხევის გამოღმა, ასევე ხევის გაღმა ვხედავთ.

,,ალბათ, სოფლის ბოლომდე ისე გავალთ, არავინ შეგხვდება“ - ვფიქრობთ და ხევისკენ დავეშვით. ამ დროს, ულამაზესი ძაღლი გამოვიდა ეზოდან. საგზალიდან მორჩენილი პური გავუნაწილეთ. კარიდან ბებოც გამოვიდა. მარტო ვცხოვრობო. ეზოს თვალი შევავლეთ და ერთსართულიანი სახლი დავინახეთ. სააგარაკე სახლი ნამდვილად არ იყო. ყველაზე უკეთ გუდალეთის შესახებს სწორედ ის ისაუბრებდა, რადგან მუდვიმად მაცხოვრებელი აღმოჩნდა.
კატო თაგვიაშვილმა ბიძაშვილებისკენ წაგვიყვანა, სადაც 81-წლის ბიჭიკო თაგვიაშვილი ეზოში ტრაქტორის შეკეთებას ცდილობდა:

,,მაგის დედა ვატირე, ეს ტრაქტორებია? საიდან მააქვთ ესეთი ტრაქტორები. ყველაფერი უფუჭდება. რემენი ხომ არ გიგდიათ მანქანაში? გაუწყდა და სად ვიშოვო“ - დარდობს ბიჭიკო თაგვიაშვილი. დაზიანებულ ტრაქტორს ვერც მეზობელმა ბიჭმა უშველა.

,,შეხედავ ტელევიზორში, აცხადებენ, აი, ქალაქში ამდენი ავტობუსი შამაიყვანეს, აი იმდენი შამაიყვანეს, ერთს არ იკითხავენ,გუდალეთში რა გჭირდებათ, რა გინდათ. ტრაქტორი მაინც შამაიყვანონ“ - ჯავრობს ბიჭიკო თაგვიაშვილი. ძალიან უნდა, რომ საგაზაფხულო სამუშაოებს დროულად შეუდგეს.

,,აქ ვინ გაჩერდება, წინათი თითო ოჯახში 8 ბავშვი მაინც ყავდათ, ეხლა ორს გააჩენენ და გეუბნებიან, რა შაინახავს ბევრსაო. მართლა რითი შაინახონ? ყველა ქალაქში გარბის. დასაოჯახებელი 24 კაცი ცხოვრობს ამ სოფელში" - ამბობს ბიჭიკო თაგვიაშვილი.

თანაცხოვრება მგლებთან


არცაა გასაკვირი, რომ ჟურნალისტებთან საუბარი მგლებით დაიწყო. მგელი ბარშიც საკმაოდ მომრავლებულია და ქსილისის მთის ძირში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რასაც ბიჭიკო თაგვიაშვილი ყვება, ეს კატო თაგვიაშვილისთვის პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ საქონელი არ ჰყავს:

,,საქონელს მგელი ეზოებიდან გვტაცებს. აგერ, ხევის გაღმა რომ სახლი ჩანს, იმ ეზოში ორი სული საქონელი გაუფუჭა. ეზოში შევარდა მგელი, თან შეუადღეს კაცო“ - ამბობს ბიჭიკო თაგვიაშვილი. გაიხსენა, რომ მისი ახლობელი, რომელიც ქვემოთ, ბარში ეზატში ცხოვრობს, მინდორში ჩასძინებია, ხოლო მგელმა დრო იხელთა და ყველა ,,გაუფუჭა“.

,,მგელს ეგ თვისება აქვს. ერთი კი არ მიყავს, ყველას დაერევა ხოლმე. ეგრე ჩასძინებია იმ კაცს ამ შემოდგომით მინდორში. გაიღვიძა და ნახა, რომ მთელი ცხვარი განადგურებული იყო. მოკვლის უფლება კი ჩვენ არ გვაქვს. მოკლავ და 500 ლარით დაგაჯარიმებენ“ - ამბობს ბიჭიკო თაგვიაშვილი.



კატო თაგვიაშვილი კი, ხშირად შეშინებულა მგლების გამო: ,,ხანდახან ისეთი მდგომარეობაა, რომ ღამე გარეთ რომ მინდა გამოსვლა, ვყირივარ და მეზობლებს ვეძახი. საქონელი არ მყავს, მაგრამ აქ იმდენი დადის, მაინც მეშინია“ - ამბობს კატო თაგვიაშვილი.

ჩვენმა მასპინძლებმა სოფლის გასაჭირზე ისაუბრეს, სარწყავი წყლის უქონლობაზე, ასევე, იმაზე, რომ ტრანსოპორტი კვირაში ერთხელ რომ დადის, ისიც პარასკევს.

მათთან საუბრის შემდეგ, ხევის გაღმა გავედით და მივადექით ციხესიმაგრეს. ინტერნეტში ამ ციხის შესახებ ინფორმაცია მოვძებნეთ და ვნახეთ, რომ ეს საკმაოდ ცნობილი ისტორიული ძეგლი ყოფილა. გალავნის შიგნით ეკლესია დგას, რომელსაც მეცნიერთა ნაწილი მე-11 ან მე-12 საუკუნით ათარიღებენ. გალავანი უფრო მოგვიანებით პერიოდისაა. ამ ციხით ქართლს იცავდნენ სამხრეთიდან შემოსული მტრებისგან.

ციხე-გალავნამდე ძველი შენობა დგას და დღესაც აწერია ,,სასოფლო კლუბი“, აშენებულია კომუნისტების პერიოდში. ამ კლუბს დღესაც ეტყობა წარწერა: ,,ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის სასოფლო კლუბი“. ვახუშტი კოტეტიშვილმა ცნობილი ქართლური ხალხური კაფიები და ლექსები სწორედ აქ ჩაწერა.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.