Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
თამაზ საათაშვილი გორის საავადმყოფოებში არ მიიღეს
დღეს საღამოს თამაზ საათაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა. პირადობის არქონის გამო რეგისტრაციაში ვერ
გაატარეს. ექიმის, ლექსო ხეთაგურის გადაწყვეტილებით, ,,დანიშნულების
ადგილზე" გაწერეს. ამჟამად, თამაზ საათაშვილი გორის ავტოსადგურის
საპირფარეშოს ოთახში დაბრუნდა და იქ წევს.
,,ექიმა თქვა, რომ თიაქარი აწუხებს და ჭირდება ოპერაცია, მაგრამ იმის გამო, რომ პირადობის მოწმობა არ გვქონდა, არ დააწვინეს საავადმყოფოში" - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც ასევე გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მისი თქმით, აუცილებელია საათაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს:
,,აწუხებს ტკივილები. ვერ დგება. 3 დღეა არ უჭამია. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, თამაზმა ჰოსპიტალში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, სასწრაფოს ექიმებმა უთხრეს, რომ ჰოსპიტალში ადგილი არ არისო და წაგვიყვანეს გორმედში" - ამბობს ქალბატონი.
,,გორმედის" ქირურგის განცხადებით, თამაზ საათაშვილს არ აღენიშნება ისეთი ტკივილები, რომელიც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს:
,,უფასოდ გავუწიეთ კონსულტაცია. აღენიშნება საზარდულის თიაქარი. ამ გადაწყვეტილებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. ექვემდებარება გეგმიურ ოპერაციას. წარმოადგინონ პირადობის მოწმობა და პაციენტთან შეთანხმებით, ჩავნიშნავთ ოპერაციას" - აცხადებს ექიმი ლექსო ხეთაგური.
თამაზ საათაშვილი სოციალურად დაუცველია. მან პირადობის მოწმობა დიდი ხანია დაკარგა. მისი თანხმლები პირები ამბობენ, რომ დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენას 10 დღე ჭირდება:
,,ხვალ რომ დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა მოვითხოვოთ, მოგვცემენ 10 დღის შემდეგ. ამ ადამიანს, რომ ღამით ნაწლავების გადახლართვა დაემართოს, ვინ არის პასუხისმგებელი?" - კითხულობენ თამაზ საათაშვილის ახლობლები.
საათაშვილების შესახებ qartli.ge-მ რეპორტაჟი მოამზადა. თამაზ საათაშვილს ჰყავს ასევე და, ნაზი საათაშვილი, რომელიც ასევე საპირფარეშო ცხოვრობდა. ნაზი საათაშვილი, ისიც მძიმე ავადმყოფი, სოციალურ საცხოვრისში გადაიყვანეს. რაც შეეხება თამაზ საათაშვილს, ის გორის ბაზარში მტვირთავად მუშაობდა. ღამით კი, საკუთარ ურიკის წყალობით, ნაგვის ურნებში ჩაყრილ ბოთლებს აგროვებდა.
ფოტო: თამაზ საათაშვილი, გადაღებულია 2017 წელს

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |