Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ажьырныҳәa 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ეთერ გოგალაძე წნელისიდან
ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისში ეთერ გოგალაძე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის და იურა თედეევი წნელისში 45 წელია ერთად არიან.

ინტერვიუ შერეულ ოჯახში ცხინვალელმა ჟურნლისტებმა ჩაწერეს. თვალცრემლიანი ქალი საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება. ეთერ გოგალაძე წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსანიდანაა. ბროლოსანი ჩორჩანას სიახლოვეს მდებარეობს.

თედეევისა და გოგალაძის ოჯახს ერთის მხრივ ქართული პოლიციის, ხოლო მეორეს მხრივ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული წარმომადგენლებს შორის უწევს ცხოვრება.

,,რატომ წამომიყვანა ბროლოსანიდან აქ? ახლა მე მასზე ვდარდობ. მე თვითონ არ მეშინია. მე ქართველი ვარ, ისინი არ შემეხებიან მე. მაგრამ იურას გამო ვდარდობ. შვილიშვილი იშვიათად ჩამოდის აქ, ეშინია. სოფელში ხალხი გაფანტულად ცხოვრობს. სულ რამდენიმე ოჯახია. კვირაში ერთხელ ერთი მანქანა ,,უაზი" დადის ცხინვალიდან. " - ამბობს ეთერ გოგალაძე ცხინვალელ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წნელისში დე-ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური მოაწყო. მეორე ოსური გამოცემა წერს, რომ ეთერ გოგალაძეს საკუთარი ახლობლები ამშვიდებენ:

,,ჩემი ახლობლები მამშვიდებენ, რომ ქართული პოლიცია თქვენ არაფერს დაგიშავებთ, თუმცა, მაინც გვეშინია, დაძაბული სიტუაციაა" - აცხადებს ეთერ გოგალაძე სხვა ჟურნალისტთან.

ამ ოჯახს გასული საუკუნის 90-ინი წლების კონფლიქტი შეეხოთ. შეიარაღებული დაპირისპირების დროს, ეთერის და იურას ვაჟი დაიღუპა. ქალიშვილი კი, ოჯახთან ერთად ცხინვალში ცხოვრობს.

უკანაკსნელი ერთი კვირის მანძილზე სოფელ წნელისთან სიტუაცია დაიძაბა. საქართველოს შს სამინისტრომ ახალი ბლოკსაგუშაგო გახსნა. ეს ფაქტი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გააპროტესტეს.


იხ. ამავე თემაზე: წნელისის კრიზისი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.