Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ажьырныҳәa 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
კასპში ჟურნალისტის კამერის გატაცების ფაქტი 3-ჯერ გადააკვალიფიცირეს
ზუსტად 7 წლის წინ, კასპში, 33-ე საარჩევნო უბანზე  ჟურნალისტებს ვიდეოკამერა წაართვეს. აღნიშნული ფაქტი მეორე კამერამ დააფიქსირა.

კადრებში ჩანდა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი, კუდის და სოდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მამაკაცი კი, რომელმაც კამერა გაიტაცა, პოლიციელების გარემოცვაში შევარდა და გაუჩინარდა.

ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2014 წლის აპრილში, ის პიროვნება დააკავეს, რომელმაც ოპერატორს კამერა წაართვა. გამოძიება, კასპის შს სამმართველომ 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისმობს.

გორის სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

მოგვიანებით, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა მხარეებს, რომ სახეზე იყო არა ძარცვა, არამედ, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.

ძარცვის მუხლი გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული, 154-ე მუხლი შედარებით მსუბუქია ძარცვასთან შედარებით. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა და ჯარიმა 3000 ლარი გადააკისრა. მამაკაცი კი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, მხარეებმა სასამართლოს. ამჯერად, აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ თვითნებობას. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების პოზიცია და მამაკაცს ნაცვლად 154-ე მუხლის, ბრალი 360-ე მუხლით წაუყუნეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს თვითნებობას. შესაბამისად, მსჯავრდებულს მხოლოდ 1500 ლარის გადახდა დაეკისრა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.