Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
წეროვანის დევნილების ვალი სოკარის მიმართ 2 მლნ ლარზე მეტია
2 მლნ ლარს აჭარბებს იმ
მოსახლეობის ვალი სოკარის მიმართ, რომლებიც წეროვანის დევნილთა
დასახლებაში ცხოვრობენ. ამის შესახებ qartli.ge-ს ახალგორის
ლეგიტიმური რაიონის გამგებლის მოადგილე გელა შერმადინი
ესაუბრა.

მისი თქმით, კერძო კომპანია ,,სოკართან" მოლაპარაკებების პროცესი ყოველთვის წარმატებით არ სრულდება და შედეგიც სახეზეა.
,,ხშირია შემთხვევები, როცა კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას გაზს უჭრიან, შემდეგ ხდება თვითნებური აღდგენა. ამას მოსდევს მორიგი უთანხმოება, დაჯარიმება და ა.შ. წლების განმავლობაში დაგროვებულ ვალებს ზოგი ნაწილ-ნაწილ იხდის, ნაწილი კი - ვერა" - განმარტავს გელა შერმადინი.
დასახლებაში ცხოვრობენ ახალგორიდან დევნილები, ასევე, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირები.
მადონა გვალია ერთ-ერთი იმ ოჯახის წარმომადგენელია, რომელსაც სოკარის მიმართ დავალიანება დაახლოებით 3 ათასი ლარი აქვს. ამბობს, რომ დავალიანებას ერთდროულად ვერ გადაიხდის. ოჯახში კი, შემოსავალი მხოლოდ ერთ წევრს შემოაქვს.
,,ჯერ ჩვენამდე არ მოსულან სოკარის წარმომადგენლები, თუმცა, ვიცი, რომ ბევრს ჩაუჭრეს, ბევრს კი, თანხა გადაუნაწილეს. ჩვენ ოჯახს, მაგალითად, 3 ათასი ლარი აქვს დავალიანება. ეს დავალიანება საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს. ერთიანად ვერ გადავიხდით. ადრე შეღავათები არსებობდა, მაგრამ მერე მოხსნეს." - ამბობს მადონა გვალია, რომლის ოჯახში 7 სული ცხოვრობს.
ახალგორის გამგებლის მოადგილე გელა შერმადინი აღნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში მოსახლეობას ჯამურად საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხის გადახდა უწევს. ,,ეს თანხა შეიძლება იყოს 250 ან 300 ლარი თვეში. ის ოჯახები, რომელთა შემოსავალი მცირეა, ბუნებრივია, გაუჭირდება ამ თანხის გადახდა." - აღნიშნავს შერმადინი.
გელა შემარდინი ახაგორიდანაა დევნილი. ამბობს, რომ ბევრი ოჯახი სარჩოს იღებდა ოკუპირებულ სოფლებში დარჩენილი მეურნეობიდან.
2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გამშვები პუნქტი ,,რაზდახანი" (სოფელ მოსაბრუნთან) ჩაკეტა. ეთნიკურ ქართველებს გადაადგილების საშუალება აღარ მიეცათ.
,,5 თვის განმავლობაში გზა ჩაკეტილი იყო, მხოლოდ, იანვარში გახსნეს რამდენიმე დღით. ისევ ჩაიკეტა. როცა ასეთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს დამატებითი შემოსავალი ხელიდან ეცლებათ, ბუნებრივია კომუნალური გადასახდლები ტვირთავ დააწვებათ" - განმარტავს გელა შერმადინი.
თეიმურაზ ქაწაშვილი, ბოლო დრომდე, ახალგორში მიმოსვლას ახერხებდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, უკვე წეროვნის დასახლებაში უწევს ცხოვრება. ამჯერად, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცდილობს იმუშაოს, თუმცა, მისი ოჯახის შემოსავალი მცირეა, რომ კომუნალურ გადახდებზეც გაანაწილოს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |