Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
|
ახალი ამბები
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის მანქანა დაიმტვრა
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის თანამშრომელმა ავტომანქანა
დაამტვრია. გუბერნატორის ადმინისტრაციის სპეციალისტის ბაგრატ
ყველაშვილის ინფორმაციით, ავტომანქანა გუბერნატორის ადმინისტრაციის
ბალანსზეა.
სატრანსპორტო საშუალებას დაუზიანდა ,,პარპრესი'', საჭის ღერძი, ასევე საჭიროებს ელექტრიკოსის მომსხახურებას, პლასტმასის შედუღება-აღდგენით სამუშაოებს. ჯამში ზარალის ოდენობა 3250 ლარია. ბაგრატ ყველაშვილი ითხოვს, რომ მანქანა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეკეთდეს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის თანმშრომელს, როგორც გავარკვიეთ, ინციდენტი ბარბარობის დღესასწაულზე შეემთხვა. ბაგრატ ყველაშვილი მოხსენებითი ბარათით გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ამცნობს, რომ მანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რეგიონის ოპერაციული შტაბი სრულყოფილად ვეღარ მუშაობს.
დამტვრეულია MERCEDES-BENZ ML350 (გამოშვების წელი-2003 სახ.ნომრით: CC-744-CD). შსს სამინისტროს პრეს-სამსახურს კითხვა წერილობით გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. გუბერნატორის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მასაც მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რაც მოხსენებით ბარათში წერია.
,,პრემიერ-მინისტრის დავალებით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე ეფექტურ აღსრულებას ხელს უწყობს სახელმწიფო რწმუნებულების აპარატი. შექმნილია რეგიონული ოპერაციული შტაბი. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი მწყობრიდან არის გამოსული, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ზემოთ აღნიშნული, მასზე დაკისრებული მოვალეობები'' - სწერს ბაგრატ ყველაშვილი სიმონ გულედანს.
ბაგრატ ყველაშვილი ითხოვდა, რომ მანქანა 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეკეთებულიყო იმ თანხით, რაც ავტომანქანების მოვლა-შენახვისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა შესყიდვების სააგენტომ გადაუდებელი აუცილებლობით მანქანის შეკეთების უფლება გუბერნატორის ადმინისტრაციას არ მისცა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |