Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынҷкәын 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
გორში ბუნებრივი აირის რეგულატორების დაზიანების ფაქტები გახშირდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ბუნებრივი აირის წნევის რეგულატორები მწყობრიდან გამოვიდა. სოკარ ჯორჯია გაზის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მწყობრიდან გამოვიდა როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა რეგულატორები.

რეგულატორების (წნევის მარეგულირებლების) დაზიანების გამო, 2 დღის წინ, ქალაქ გორის რამდენიმე უბანშიც შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.

,,დღესაც ამ სოფელში ორი აბონენტისგან შემოვიდა ზარი, რომ ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ჩვენი ჯგუფი ადგილზე მუშაობს და აღმოიფხვრება პრობლემა. რამდენიმე დღის წინ, დაზიანდა ასევე მიწისქვეშა რეგულატორი, რის გამოც, მთელ სოფელს ბუნებრივი აირის მომარაგება შეუწყდა. ახლა ინდივიდუალურ პრობლემებზეც ვმუშაობთ." - გვითხრეს ცხელ ხაზზე, 16114-ზე.

ჩვენს კითხვაზე, რა იწვევს რეგულატორების დაზიანებას, ცხელ ხაზზე არ გვიპასუხეს, დროის უქონლობის გამო.

,,სოკარ ჯორჯია გაზის"" სპეციალისტები ერთ კვირაზე მეტია სოფელ ქვახვრელში ყოველდღიურად მუშაობენ. მობილური ჯგუფი, გამოძახებისთანავე, ოჯახებში მიდის და სისტემას ამოწმებს, თუმცა ჩვენი მცდელობა ზუსტად დაგვედგინა რა იწვევს ასე მასშტაბურად რეგულატორების (წნევის მარეგულირებლების) დაზიანებას, ზუტ პასუხს ვერ გვცემენ.

მოსახლეობას კი, პირად საუბარში უხსნიან, რომ ,,გაზი იყინება"". ამიტომ, მომხმარებლები არაოფიციალურ ვერსიაზე საუბრობენ, რომლის მიხედვით, რეგულატორებში წყალი იყინება. თუ საიდან ხვდება წყალი, ამაზე კი, რა თქმა უნდა, არაფერი იციან.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გაზიფიცირების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2019-2020 წლებში აწარმოა. მთავარი მაგისტრალი სოფლამდე მიიყვანეს, შემდეგ კი, სოკარ ჯორჯია გაზსს გადააბარეს. სოკარ ჯორჯიამ კი აბონენტების გამრციხველიანება უზრუნველყო და შიდა ქსელი მოაწყო.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გვითხრეს, რომ თუ პრობლება ცენტრალურ მაგისტრალზეა, აუცილებლად ჩაერთვებიან, თუმცა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენელმა ლევან ტორონჯაძემ გვითხრა, რომ მათი წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. მანამდე, სიტუაციაში გარკვევა სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლებთან სცადა.

,, ჩვენი ჯგუფიც ჩავა ადგილზე, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე გვითხრეს, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს. არის მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მრიცხველთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც დღესვე აღმოფხვრიან."" - გვითხრა ლევან ტორონჯაძემ.

საქართველოს ენერგოომბუდსმენი წლებია სწავლობს საქართველოში ბუნებრივი გაზის სტაბილურ მიწოდებისა და ხარისხზე. როგორც მათ ანგარიშში წერია, ჯერ კიდევ, 2019 წელს დაფიქსირდა განცხადებები ბუნებრივი გაზის არასათანადო ხარისხით მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.

განმცხადებლების განმარტებით, მათ ბინებში ბუნებრივ გაზს არ ჰქონდა სათანადო ხარისხი. უმეტეს შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიწოდება ხდებოდა დაბალი წნევით, ხშირი იყო გაზის მიწოდების წყვეტებიც, რის გამოც სათანადოდ ვერ სარგებლობდნენ გაზის საყოფაცხოვრებო დანადგარებით. შესაბამისად, განმცხადებლები ითხოვდნენ ბუნებრივი გაზის სათანადო ხარისხით და პარამეტრებით მიწოდებას.

,,კომპანიებს გაეგზავნათ რეკომენდაციები, დაუყონებლივ მოეხდინათ სათანადო რეაგირება და უზრუნველეყოთ მათი განაწილების არეალში მყოფი მომხმარებლების შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც კომპანიების მხრიდან შესრულდა. სამწუხაროდ, წნევასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ხორციელდება ხოლმე მხოლოდ ლოკალურად, ინდივიადუალური საჩივრის საფუძველზე, რის გამოც ეს საკითხი რჩება სისტემურ პრობლემად და მუდმივად აქტუალურია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ბუნებრივი გაზის მოხმარება პიკს აღწევს."" - აღნიშნულია ანგარიშში.

ენერგოომბუდსმენის ცნობით, 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდა მარეგულირებელი კომისიის დადგენილება "მომსახურების ხარისხის წესების" შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების კონტროლის ერთიან მექანიზმს, რომელიც თანაბრად ვრცელდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებზეც.

,,ახალი წესებით, გაზგამანაწილებელ კომპანიებს დაევალათ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის წარმოება, როგორიცაა ელექტრონული ჟურნალები. ამოქმედდა მომხმარებლისათვის გაუწეველი მომსახურების კომპენსირების მექანიზმი, საწარმოს დაჯარიმებისა და წახალისების მექანიზმები და სხვა. ამავდროულად, ბოლო პერიოდში კომისიაში დაიწყო სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელს ხდის რეალურ დროში გაკონტროლდეს კომპანიების მხრიდან სავალდებულო ინფორმაციის შექმნა, პროგრამაში შეტანა და შენახვა." - აღნიშნულია ანგარიშში.

დღეს არსებული ვითარების შესახებ კი, საქართველოს ენერგოომბუდსმენსაც მიეწოდა ინფორმაცია.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.