Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში შვილიშვილმა ბებიას სასამართლო პროცესი მოუგო
დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში, ქონებრივი დავა შვილიშვილის სასარგებლოდ გადაწყდა. მოსამართლემ საკუთრების მოწმობა გააუქმა, რომლითაც სახლის მესაკუთრედ ბებიაა დასახელებული.

მოსამართლე ნინო გერგაულის გადაწყვეტილებით, მამისეული სახლი, ბებიის ნაცვლად, შვილიშვილს ეკუთვნის.

22-წლის გოგოს ინტერესებს ადვოკატი ნინო შავშიშვილი იცავს. ადვოკატის თქმით, შვილიშვილმა ჯერ მიწის ნაკვეთი, ახლა უკვე – სახლი დაიბრუნა. საქმე ეხება ერთ-ერთ სოფელში დაწყებულ დავას, რომელიც გოგონას მამის სიკვდილის შემდეგ, დაიწყო.

,,როდესაც ამ გოგოს მამა გარდაიცვალა, სახლი და ქონება მთლიანად ბებიამ დაისაკუთრა. ფაქტობრივად, შვილიშვილი ყოველგვარი ქონების გარეშე დარჩა. ეს გოგო ამჟამად, ცხოვრობს რუსეთში და ამ დრომდე მშობლიურ ქვეყანაში დასარჩენი აღარ ქონდა."" - ამბობს ადვოკატი ნინო შავშიშვილი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რითაც შვილიშვილმა ქონება დაიბრუნა, მამისა და ბებიის ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი იყო.

წლების წინ, სოფელში, ბებიისა და მისი ვაჟის ოჯახი სხვადასხვა კომლად იყვნენ რეგისტრირებულნი:

,,პირველ რიგში, იმის დამტკიცება მოგვიწია, რომ ბებიისა და ამ გოგოს მამის ოჯახი ცალკე კომლად იყვნენ. მოვიძიეთ შესაბამისი გადაწყვეტილება – გაყრის განაჩენი, რამაც დაადასტურა ორი კომლის არსებობა. პროცესზე დაიკითხა ასევე სოფლის წარმომადგენელი, რომელმაც მეზობლების გამოკითხვის აქტი შეადგინა. ამ აქტში მეზობლები ადასტურებენ, რომ არსებობდა სხვადასხვა კომლი" - განმარტავს ადვოკატი.

ნინო შავშიშვილი მოელის, რომ ბებიის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა, მისი აზრით, ეს მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა იქნება, რადგან გორის მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია და მას გაუქმება არ ემუქრება.

ქვემოთ ფოტოზე: ადვოკატი ნინო შავშიშვილი

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.