Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები

სასტუმრო „გორი ჰაუსში“ ახლა შვიდი ხანდაზმულია, მათგან ორი საწოლსაა მიჯაჭვული. ისინი თავშესაფარში 2021 წლის 21 თებერვლიდან ცხოვრობენ. ხანდაზმულთა სახლი მოხუცების ახლობლებისა და სხვა შემწირველების დახმარებით არსებობს.
სახლის იდეა სასტუმროს მფლობელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც პანდემიის პერიოდში, შემოსავალი დაკარგეს. „გორის ჰაუსის“, ამჯერად კი, - ,,შენი თბილი კერის'' დამფუძნებელი, ჟუჟუნა წერეთელი გვიყვება, რომ როდესაც შეზღუდვების გამო სასტუმრო დაიხურა, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ.
,,სასტუმროს გაკეთება გადავწყვიტეთ მაშინ, როდესაც ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტი მოდიოდა და მუშაობა გვქონდა. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. ვმონაწილეობდით სხვადასხვა პროექტში და ჯილდოებიც კი გვაქვს მიღებული. გადავლახეთ ის წინააღმდეგობები, მაგრამ ვერ გადავლახეთ პანდემიისგან გამოწვეული შემოსავლების სიმცირე. ამიტომ, მოგვიწია გამოსავალზე ფიქრი და სასტუმროს ნაწილი ხანდაზმულებს დავუთმეთ“, - ამბობს ჟუჟუნა წერეთელი.
მან და მისმა პარტნიორებმა მოიძიეს ინფორმაცია იმ სოციალურად დაუცველი ადამიანების შესახებ, ვისაც თავშესაფრით დახმარება სჭირდებოდა.

,,თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ისტორია, თავისი გულისტკივილი. ჩვენ, ბუნებრივია, ამ პრობლემებს ვერ მოვუგვარებთ, მაგრამ უზრუნველვყოფთ თავშესაფრით, მოვლით, სუფთა გარემოთი. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარებაც სჭირდებათ. ასეთ დროს, ბუნებრივია, უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა გჭირდება. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაითვალისწინებს ამას“, - გვეუბნება ჟუჟუნა წერეთელი.
ქალბატონი როზა, წლების წინ, სხვადასხვა თანამდებობაზე რაიკომში მუშაობდა. ჟუჟუნა წერეთელი მას წლებია იცნობს და ამიტომ არც კი დაფიქრებულა, ისე შეთავაზა მარტოხელა ქალს დახმარება.
,,მთელი ცხოვრება მუშაობდა, შრომობდა, ძალიან ძლიერი ქალი იყო. მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი და როდესაც მისი მდგომარეობის შესახებ გავიგე, რა თქმა უნდა, არც კი დავფიქრებულვარ, რომ თანადგომა გამეწია. ის ჩვენთან ცხოვრობს. ძალიან ბევრი სანაცნობო წრე ჰყავს და ეს გარემოებაც ერთგვარად ხელს უწყობს იმაში, რომ არ სურს გამოჩენა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ასეთ ადამიანებზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს“, - ამბობს ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელი.
ამავე დაწესებულებაში ცხოვრობს მარტოხელა ქალი, რომელიც იმის გამო, რომ ახლობელმა ბინა ბანკში დაუგირავა, უსახლკაროდ დარჩა.

,,ვისაც მისცა ეს ბინა, იმ პირობით, რომ მოუვლიდა, ბანკში დააგირავა. შეექმნა ფინანსური პრობლემები და გაუყიდეს. ახლა, აღარც იმას შეუძლია ამ ქალის მოვლა და ეს ქალიც სახლის გარეშე დარჩა“, - გვიყვება ჟუჟუნა წერეთელი.
რას აპირებენ სასტუმროს მფლობელები იმ შემთხვევაში, თუკი გორში ტურისტული სეზონი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და სასტუმროებზე მოთხოვნა გაჩნდება? ჟუჟუნა წერეთელი ამბობს, რომ ხანდაზმულთა მოვლას მაინც გააგრძელებენ.
,,ყველა ოთახი არაა დაკავებული. შეგვიძლია სტუმრების მიღებაც. რაც მთავარია, აქ ისეთი სისუფთავეა, რომ თავის დროზე, სწორედ, ამ სისუფთავის გამო, მივიღეთ ჯილდო. მე ვფიქრობ, რომ ეს სტუმრისთვის არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი. ტურისტის გადასაწყვეტია, თუ რომელ სასტუმროში ისურვებს დარჩენას“, - ამბობს სახლის დამფუძნებელი.
გორის მერიის ცნობით, ლოგინს მიჯაჭვული პირებისთვის მერიის სოციალური სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ,,კარიტასთან" და ,,სამარიტელთან" ერთად, აქვს შინმოვლის პროგრამები, რომლებითაც 90-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.

მერიისგან მიღებული ინფორმაციით, 2021 წელს გორის მერია, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 9 სოციალურ პროექტს ახორციელებს:
1. მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფა;
2. შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფა (25 ბენეფიციარი);
3. მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (60 ბენეფიციარი);
4. 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობა (60 ბენეფიციარი);
5. მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდა (200 ბენეფიციარი);
6. შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);
7. დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალური ინკლუზია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია (70 ბენეფიციარი),
8. მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა (34 ბენეფიციარი);
9. კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადება, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა.
დაფინანსებული პროექტების განსახორციელებლად 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 242 572 ლარი გამოიყო.
მერიის მიერ დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალში „პანაცეას“ ხანდაზმულთა სახლი არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ მერიას სოციალური პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხა უკვე განაწილებული აქვს, ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებლები დახმარების იმედს არ კარგავენ, მანამდე კი კვლავ შემოწირულობით ცდილობენ პანდემიისას დაწყებული საქმის გაგრძელებას.
სასტუმრო, რომელიც პანდემიისას ხანდაზმულთა სახლად გადაკეთდა

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |