Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხაშურში ტატამის გასაშლელად იატაკი ვერ დააგეს - მიზეზად უკრაინის ომი სახელდება
ხაშურის სპორტულ სკოლაში საჭიდაო დარბაზის იატაკის მოწყობა აპრილში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოჭიდავეებისთვის ტატამი ამ დრომდე ვერ გაშალეს.

კომპანია ,,ფერთანათებას'' წარმომადგენელი ირწმუნება, რომ იატაკისთვის საჭირო ხის მასალა, რუსეთ-უკრაინის გამო, ვერ შეიძინა. ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა თანამშრომლებს დაავალა, რომ ეს ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

მერმა მსგავსი ხის მასალა, როგორც კომპანიისთვის მიწერილ წერილშია აღნიშნული, საქართველოს ბაზარზე იპოვა და კომპანია ,,ეკოვუდის'' საწყობებში მიაგნო. თენგიზ ჩიტიაშვილმა ,,ფერთანათებას'' ურჩია, რომ ხის მასალა ,,ეკოვუდისგან'' შეეძინა, ხოლო საჭიდაო არენის მოწყობა დროულად დაემთავრებინა.

თუმცა, როგორც ,,ფერთანათების'' წარმომადგენელმა უპასუხა, ,,ეკოვუდს'' არ გააჩნდა ზუსტად იმ ზომისა და წონის ხის მასალა, რომელიც ხაშურის საჭიდაო არენას სჭირდებოდა.

ასე გრძელდებოდა დავა, აპრილსა და მაისში, კომპანიასა და მერიას შორის. საბოლოოდ, ხაშურის მერმა ხელშეკრულება გაწყვიტა ,,ფერთანათებასთან'' და საჭიდაო არენის იატაკის მოსაწყობად ახალი ტენდერი გამოცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის თებერვალში ტენდერში დაახლოებით 86 000 ლარად გაიმარჯვა. ,,ფერთანათებამ''. მას უკვე გადაურიცხეს 46 000 ლარი. ხაშურის მერიამ ახალი ტენდერი 77 000 ლარად გამოაცხადა. ,,ფერთანათებას'' კი პირგასამტეხელო დააკისრა და გაფრთხილების სიაში შეიყვანა.

რა ხდებოდა დოკუმენტურად:

2022 წლის 23 თებერვალს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ და შპს "ფერთანათებამ" გააფორმეს №43 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მისი გაფორმებიდან 42 კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 86 271 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2022 წლის 10 მაისი.

შპს "ოპტიმალ გრუპ +"-ის 2022 წლის 15 მარტის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 46 183,38 ლარის ღირებულების სამუშაოები (ხელშეკრულების ღირებულების 54%).

2022 წლის 28 მარტს მერიამ კომპანიას სთხოვა სამუშაოების დაჩქარებული ტემპით წარმოება, ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულების პირობების დაცვით და მიეცა გაფრთხილება.

2022 წლის 1 აპრილს ხაშურის მერს კომპანიამ აცნობა, რომ ვერ ასრულებდა სამუშაოების გარკვეულ ნაწილს, რადგან ვერ ხერხდებოდა ლარიქსის ხის მასალის შემოტანა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ხოლო მასალა ადგილობრივ ბაზარზე არ იყო.

4 აპრილს ხაშურის მერმა კომპანიას აცნობა, რომ ლარიქსის ხის მასალა იყო ადგილობრივ ბაზარზე და მიუთითა კომპანიაზე, რომლისგანაც შესაძლებელი იყო მასალის შეძენა. ამავე წერილით, მიმწოდებელს ეთხოვა ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულება და მიეცა გაფრთხილება.

6 აპრილს კომპანიამ ხაშურის მერს უპასუხა, რომ ლარიქსის ხის მასალა მის მიერ დასახელებული კომპანიის ბაზაზე არ მოიპოვებოდა, თუმცა კომპანიამ მიმწოდებელს შესთავაზა ალტერნატიული, სხვა ზომის მასალა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა მოთხოვნილი მასალისგან.

საუბარია ,,ეკოვუდზე"", რომელმაც კომპანია ,,ფერთანათებას"" შესთავაზა იგივე (ლარიქსის ხის მასალა), თუმცა განსხვავებული ზომებით (1,5 მეტრი, ნაცვლად 3 მეტრისა) და ფასით.

6 აპრილს ხაშურის მერი წინააღმდეგი არ იყო პირველ ფენად გამოყენებულიყო 1.5 მეტრი სიგრძის იატაკის ფიცარი.

ამავე წერილის თანახმად, კომპანიას მანამდე შეეძლო ეწარმოებინა კედლის შეღებვის სამუშაოები, რაც არ განხორციელდა.

ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების დროს ფასები გათვალისწინებული იყო იმ დროისთვის ბაზარზე არსებული ფასის შესაბამისად, ხოლო ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მასალების ფასები მიმწოდებლის მიერ იყო განსაზღვრული. ამდენად, მიმწოდებელს ეცნობა, რომ მას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ეთხოვა სამუშაოების დაუყოვნებლივ გაგრძელება და მიეცა გაფრთხილება.

7 აპრილს ხაშურის მერიამ კომპანიას სთხოვა სამუშაოების დაუყოვნებლივ გაგრძელება და მისცა გაფრთხილება.

გარდა ამისა, ხაშურის მერმა შექმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლებაც ობიექტი 13, 15 და 19 აპრილის შეამოწმეს.

დათვალიერების ოქმების მიხედვით, სამუშაოების წარმოება კვლავ არ იყო განახლებული და სამუშაოები შესრულებული იყო არასრულად. ეს ოქმები კი ,,ფერთანათების'' დასჯის საფუძველი გახდა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.