Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
მოჭიდავეთა ტრავმების მიზეზები - გორის უნივერსიტეტის კვლევა
გორის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლის ბაზაზე ჩატარდა გამოკითხვა როგორც სპორტსმენებისა, ასევე მათი მწვრთნელებისა. კვლევას გორის უნივერსიტეტის წარმომადგენელი გიორგი ბიძინაშვილი ხელმძღვანელობდა. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეობდა 35 მოჭიდავე (სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის და გამოცდილების), 7 მწვრთნელი და 5 ვეტერანი მოჭიდავე. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ  მონაწილეობდნენ წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენები, სპორტსმენები, რომლებსაც დიდი წარმატებები აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე. უმაღლესი კატეგორიისა და დამსახურებული მწვრთნელები, ვეტერანი სპორტსმენები - დამსახურებული სპორტის ოსტატები.

გამოკითხულ სპორტსმენთა ასაკი არის 15-დან 21 წლის ჩათვლით.
ამ სპორტსმენების ვარჯიშის დაწყების ასაკი არის 7-10 წელი, ჭიდაობაში მოღვაწეობის ხანგძლივობა შეადგენს 5-დან 13-ზე მეტ წელიწადს. რაც შეეხება მათ მიერ მიღწეულ წარმატებებს, წარმატებები ბევრია, ეს არის: ეროვნულ პირველობებზე და ჩემპიონატებზე გამარჯვებები, გამარჯვებები ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე და ჩემპიონატებზე, ამ ყველაფერს ემატება ბევრი მედალი დიდ საერთაშორისო ტურნირებზე.

შეკითხვაზე თუ რა ტრავმები გაქვთ მიღებული, სპორტსმენებმა დაასახელეს შემდეგი:ელის კუნთებისა და ნერვების დაზიანება, მხრის სახსარში ხელის ამოვარდნა, კისრის კუნთების ტრავმა, ხერხემლის ტრავმა, ხელისა და ფეხის სხვადასხვა ადგილებში მოტეხილობა, თითების მოტეხილობა და ამოვარდნა. გამოკითხულთა საბედნიეროდ 3 სპორტსმენს სერიოზული ტრავმები არ ჰქონიათ.

რაც შეეხება მწვრთნელებსა და ვეტერან სპორტსმენებს, მათი ასაკი არის 39-დან 63 წლამდე,არჯიშის ხანგრძლივობა აქტიურ სპორტში 10-დან 25 წლამდე, მწვრთნელად მუშაობის სტაჟი 5-დან 40 წლამდე. ამ დამსახურებულ სპორტსმენებში არიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები როგორც კადეტებში, ასევე ახალგაზრდებსა და დიდებში - ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულები.

საკითხზე, თუ რა ტრავმები აქვთ მიღებული, მათ დაასახელეს შემდეგი: ხელის (ხელების) მოტეხილობა იდაყვის სახსარში, საზარდულის დაზიანება, ნეკნების გადაცდენა, ხელის ამოვარდნები სხვადასხვა სახსარში, მუხლის სახსრის დაზიანება, კისრის მალებისა და კუნთების დაზიანება, ფეხის მყესების გაწყვეტა. ყველა გამოკითხული რესპონდენტი ტრავმების მიღების მიზეზს ასახელებს: ცუდი ილეთები მოწინააღმდეგის მხრიდან, მძიმე მოწინააღმდეგე, ცუდი მოთელვა, მათ მიერ არასწორად შესრულებული ილეთი, არასაკმარისი ფიზიკური მომზადება, არასაკმარისი ტექნიკური მომზადება, ყურადღების მოსუსტება, წონის დაკლება, მშიერ მდგომარეობაში ყოფნა, დაღლა (გადაღლა), დიდი დატვირთვა. ანკეტაში ჩამოთვლილი ტრავმების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინება აუცილებელია ტრავმების პრევენციის მიზნით.

რაც შეეხება ვეტერან სპორტსმენებს და მწვრთნელებს, მათი ტრავმების მიზეზი იყო: ცუდი (სუსტი მოთელვა), ყურადღების (განწყობის) მოსუსტება ვარჯიშის დროს, მძიმე მოწინააღმდეგე, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ფაქტორს (ცუდი განწყობა), უხარისხო საჭიდაო ლეიბი, სიცივე დარბაზში, წონის დაკლება, ძლიერი მოწინააღმდეგე, არასაკმარისი ტექნიკური მომზადება, ცუდი ილეთი მოწინააღმდეგის მხრიდან.

რაც შეეხება საკითხს, ჰქონდა ტრავმებს განვითარება ან გართულება, როგორც აქტიურმა, ასევე ვეტერანმა სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა აღნიშნეს, რომ ტრავმებს უმეტეს შემთხვევაში განვითარება ჰქონდა. ჩატარებულ სამკურნალო პროცედურებს შორის გამოიკვეთა ანკეტაში წარმოდგენილი მკურნალობის ყველა ფორმა. მიღებული ტრავმები ხელს უშლის ყველა მოჭიდავეს როგორც პრაქტიკულად ჭიდაობაში, ასევე სპორტსმენების დიდ ნაწილს ცხოვრებაში. სპორტსმენებს ბევრჯერ უნახავთ მსგავსი სირთულის ტრავმები სხვებზე ჭიდაობისას: შეჯიბრზე, სასწავლო-საწვრთნო შეკრებებზე, ვარჯიშზე.

კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გორის უნივერსიტეტმა წარმოადგინა რამდენიმე წესი, რომელიც დაცული უნდა იყოს ჭიდაობაში მოღვაწე როგორც სპორტსმენის, ასევე მწვრთნელის მიერ:

1. მოჭიდავე უნდა სწავლობდეს და ფლობდეს სწორ ტექნიკას, ტექნიკურ მოჭიდავეების ასპარეზობაში და პაექრობაში ტრავმები ფიქსირდება მინიმალური პროცენტით;
2. სასწავლო-საწვრთნო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კომპეტენტური, პროფესიონალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, რომელიც ასწავლის მოჭიდავეებს სწორ, უსაფრთხო ჭიდაობას;
3. ხარისხიანი და საფუძვლიანი მუშაობა უნდა სრულდებოდეს მოქნილობაზე, ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ფიზიკური თვისებების როლი. მოქნილი მოჭიდავეები ნაკლებად იღებენ ტრავმებს;
4. უნდა ავარიდოთ თავი სახიფათო მოვლებებსა და აკრძალულ ილეთებს. მწვრთნელებმა და მსაჯებმა მკაცრად უნდა ადევნონ თვალყური ორთაბრძოლებს და მოითხოვდნენ სპორტსმენებისგან წესების დაცვას;
5. წონის დაკლების პროცესი უნდა იმართებოდეს თანამიმდევრულად და არა ნაჩქარევი პრინციპით შეჯიბრის მოახლოების დროს;
6. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა იყოს ტანზე მომჯდარი, საჭიროების შემთხვევაში მოჭიდავე უნდა იყენებდეს დამცავ საშუალებებს;
7. შეხვედრის დაწყებამდე იკრძალება ტანზე მალამოების ან სხვა ნივთიერებების წასმა და გამოყენება, ეს შეიძლება ტრავმის მიზეზი გახდეს;
8. ფრჩხილები დაჭრილი უნდა იყოს;
9. საჭიდაო ლეიბი (ხალიჩა) უნდა იყოს იდეალურად სუფთა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.