Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ახალბაღის გახსნა 20 წლის წინ - ფოტოამბავი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ინახება ფოტო, რომელიც 20 წლის წინ, გორში რეაბილიტირებული ახალბაღის გახსნის დროსაა გადაღებული.

პარკი 2004 წლის სექტემბერში გაიხსნა. განახლდა ატრაქციონები, ინფრასტრუქტურა. გახსნაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიწვია და გასაღები გადასცა.

აღნიშნული დღე აღწერილია წიგნში - ,,ლანდები მზისფერი წარსულიდან'', რომლის ავტორი გიორგი სოსიაშვილი, გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. სოსიაშვილი იმ პერიოდში განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო.

,,ახლა ამ გზა-ბილიკდან ქართლის გულში გადავინაცვლოთ, ენკენისთვე ეთხოვებოდა ფერშეცვლილ დედაბუნებას... არავინ დაიჯერებდა, რომ ამ მოკლდე დროში, როცა ცხინვალის ამბებით დაზაფრული ადამიანები ჯერაც ვერ გამოსულიყვნენ საშინელი კოშმარიდან, ახალ ბაღს ვინმე მიხედავდა, არადა მართლა საოცარი ადგილი მივიწყებოდათ გორელებს, ჩვენი ძვირფასი ნიკო ლომოურის საფლავი, განუკითხაობის ჟამს რო ზაურ წაქაძემ და მისმა ,,გორის მოამბემ'' უპატრონა, გაძარცული, ჯართად გაყიდული კარუსელები, ფეხისალაგად ქცეული ნახევრად დანგრეული შენობები''

,,მიხეილ ქარელმა შეძლო, ახალბაღს თავისი სახე დაუბრუნა, თავისი სული ჩაუდგა და მის გახსნაზე პრეზიდენტიც მიიწვია. ახალბაღთან მოჯარულიყვნენ ქართლისგულელები, რომლებიც გორში ჩამობრძნებულ მიხეილ სააკაშვილს ღიმილ-დაფენილი სახეებით და გულმხურვალედ ეგებებოდნენ, ეს არ იყო შეკვეთილი ღიმილ-სალამი, ეს ალალი ღიმილი იყო. განახლებული ახალი ბაღი, ახალი საქართველოს მშენებლობაზე დადებული აგური, ასე შეიძლება შეფასდეს მიხეილ ქარელის ესნაბიჯი. მიხეილ ქარელისა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა, შიდა ქართლის რეგიონში გაკეთებული პროგრესული საქმეებისათვის. ახალი ბაღის მონახულების შემდეგ, ურიცხვი თაყვანისმცემლებით გარშე მორტყმული პრეზიდენტი გორის ქუჩებს ფეხით გაუყვა, ბოლოს კი თეატრი მოინახულა. გორის დიდი ტრადიციების მქონე სახელმწიფო დრამატული თეატრი, რამაზ იოსელიანმა რომ სააქაოს დაუბრუნა. საღამო ხანს დატოვა მიხეილ სააკაშვილმა ქართლის გული, ქართლის გული, სადაც დაის-ღამის ჩრდილებად ეფინა იმედები" - ციტატის დასასრული.

,,ახალბაღი'' დღეს

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ხელახალი რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და 2024 წლის იანვარში ძლივს დასრულდა. პარკი მოქალაქეებისთვის უკვე გაიხსნა, თუმცა უცნობია, როდის გაიმართება საზეიმო ცერემონიალი. რეაბილიტაციისთვის 9 მლნლარამდე დაიხარჯა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.