ახალი ამბები
ნაბახტევში ახალი ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა - გამოიყო 1 მლნ ლარი
ხაშურის მერიამ, სოფელ ნაბახტევში ხიდის ასაგებად, ტენდერი გამოაცხადა. პროექტისთვის გამოიყო 1 მლნ ლარი.

სამშნებელო კომპანიებმა წინადადებები 16 თებერვლამდე უნდა წარადგინონ. შემდეგ უახლოეს ხუთ დღეში გამარჯვებული გამოვლინდება.

სოფელ ნაბახტევში ხიდი 2023 წლის 5 ოქტომბერს ჩაინგრა, მას შემდეგ 4 თვე გავიდა. ჩანგრევის მიზეზად ასფალტის სამუშაოები დასახელდა, რომელიც ძველ და თანაც დაზიანებულ ხიდზე განხორციელდა.

ამჟამად, სოფლის მოსახლეობა ძველი ბოგირით სარგებლობს, რომელიც ასევე დაზიანებულია. ძველი მოგირის რეაბილიტაცია 2018-2019 წლებში იმ კომპანიას უნდა განეხორციელებინა, რომელსაც ხაშურის საკრებულოს ამჟამინდელი ვიცე-თავმჯდომარე, მილიონერი ლევან გამრეკელი ხელმძღვანელობდა. თუმცა ძველი ბოგირის რეაბილიტაციის პროცესი მაშინ მიატოვეს, რკინის მოაჯირები კი გაურკვეველმა პირებმა მოიპარეს.

რაც შეეხება ამჟამინდელ პროექტს, ტენდერის წარმატების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანია ახალი ხიდს 5 თვეში ააშენებს.

 

Print