Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ნაბახტევში მეორე ხიდიც დაზიანებულია - რეაბილიტაცია ლევან გამრეკელმა მიატოვა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში ერთი ხიდი ჩაინგრა. ამჯერად, ადგილობრივი მცხოვრებლები მეორე ხიდით სარგებლობენ, რომელიც ასევე დაზიანებულია.

მეორე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია 2018 წელს კომპანია ,,სუპერ ჰგუფ ლდბჯ''-ს დაავალეს, თუმცა სამუშაოები მიატოვა.

,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ''-ს დირექტორი იყო ლევან გამრეკელი, რომელიც ამჟამად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მან ტენდერში გაიმარჯვა.

ხაშურის იმდროინდელი მერის გიორგი გურასპაშვილის წერილებით ირკვევა, რომ კომპანია ჯერ ნელი ტემპით მუშაობდა, შემდეგ ობიექტო საერთოდ მიატოვა.

რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნული ხიდების სარეაბილიტაციოდ მეორე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც კომპანია ,,თა თა"-მ გაიმარჯვა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელი კი, ლევან გამრეკელის ძმა იყო:

ლევან გამრეკელი ამბობდა, რომ პირველი ტენდერის დროს ,,სუპერ ჯგუფის" შავ სიაში მოხვედრა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა და ხაშურის მერია სამართლიანად მოიქცა:

,,უბრალოდ, მოხდა ისე, რომ პირველი ტენდერის დროს, შემოსავლების სამსახურმა ჩვენს კომპანიას ყადაღა დაადო. შესაბამისად, ვეღარ მოვახერხეთ სამუშაოების დასრულება. ხაშურის მერია იძულებული გახდა კომპანია შავ სიაში მოეხვედრებინა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი, ჩემი ძმისაა" - ამბობდა ლევან გამრეკელი.

კომპანია ,,თა თას" მიერ შემუშავებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ნაბახტევის მოსახლეობა ბოგირზე მოაჯირების გაკეთების წინააღმდეგია, რადგან მაღალი გამავლობის მანქანები ვეღარ გაივლიან. ასევე, მანამდე კომპანია ,,თათა" ხაშურის მერიას ატყობინებდა, რომ ნაბახტევის ბოგირთან გრუნტი მყარი არაა და შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროექტიდან ამოღებულ იქნა ნაბახტევის ხიდიბოგირას მოაჯირეების მოწყობის სამუშაოები.

თუ რა მდგომარეობაშია ხიდი, ფოტოზეც ჩანს.

რაც შეეხება იმ ხიდს, რომელიც გუშინ, 5 ოქტომბერს ჩაინგრა, დღეს სრული დემონტაჟი მოახდინეს. მასზე ასფალტი 2021 წელს დააგეს. ხაშურის ამჟამინდელი მერი უარყოფს, რომ ხიდი დაზიანებული იყო. თუმცა, 2020 წელს შედგენილი ექპსერტების მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ორივე ხიდი დაზიანებულადაა მოხსენიებული, მათ შორის, ერთ-ერთი ჩაზნექილიაო - წერდნენ ექსპერტები.


ახალი ხიდის მშენებლობაზე ჯერ ხაშურის მერიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.