Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მეჯვრისხევში ერთი პირი დააკავეს
ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა - შენახვის ბრალდებით წუხელ მეჯვრისხევში ერთი პირი დააკავეს.

გორის პროკურატურის პროკურორის ბარბარე ჩხეიძის განცხადებით, საქმე ეხება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომლის ოდენობა ამ ეტაპზე ზუსტდება.

1979 წელს დაბადებული ბრალდებული დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მას ადვოკატი არ ჰყავს.

პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებული ამავე მუხლით გასამართლებულია 2022 წელს და დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მან მოითხოვა, რომ დაკავებული გასამართლეს წინასწარი გამოძიების გარეშე. ბარბარე ჩხეიძის მოთხოვნით, დაკავებულს 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო და საზოგადოებისათვის სასარგებლოდ 200 საათიანი მუშაობა დაეკისრა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

,,დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.'' - აღნიშნა კუპატაძემ.

მისი მტკიცებით, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.