Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა გოგნიაშვილი, რომელსაც 2012 წელს სოზარ სუბარი იარაღის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებდა
თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა გოგნიაშვილი, რომელსაც 2012 წელს სოზარ სუბარი, ქარელში, ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბერუაშვილისთვის იარაღის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებდა.

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო. გიორგი ბერუაშვილი კი დღეს ქარელის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელია.

რას ამბობდა სოზარ სუბარი 2012 წელს ,,ქართული ოცნების'' შტაბში გამართულ ბრიფინგზე ლაშა გოგნიაშვილის შესახებ:

,,2012 წლის 23 სექტემბერს ბერუაშვილი ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა, როდესაც მის სიახლოვეს გაჩერდა ავტომაქანა "შკოდა" სერიით HFH, საიდანაც გადმოვიდნენ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი და მისი მოადგილე. პოლიციის უფროსმა დაუძახა მას და უთხრა, რომ იარაღი ამოეღო, რასაც გიორგი ბერუაშვილმა მაისურის აწევით და იმის დაფიქსირებით უპასუხა, რომ ის იარაღს არ ატარებდა."

,,ამის საპასუხოდ ლაშა გოგნიაშვილმა ამოიღო იარაღი თავისი შარვლის უკანა ჯიბიდან და განუცხადა: "აბა ეს იარაღი ვისია?". ამავდროულად ფანასკერტელის ქუჩის ჩიხიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები იყვნენ და მისი დაკავება სცადეს. ბერუაშვილი გაიქცა, რადგან მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და იარაღის განზრახ ჩადებას. მან მოახერხა თავი შეეფარებინა იქვე მდებარე "ქართული ოცნების" შტაბისთვის. იმავე დღეს, ახალგაზრდებმა ამ ფაქტის გაპროტესტება ქარელის პოლიციის შენობასთან მოახდინეს."

,,აქციის დასრულების შემდეგ გიორგი ბერუაშვილი თანამოაზრეებთან: ბიჭიკო ოსაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, დაჩი ოსაძესთან, ანზორ გოგიჩაშვილთან და გიორგი თოთლაძესთან ერთად თბილისისკენ გამოემართა. აღაიანთან მათი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და მძღოლს მართვის მოწმობა მოსთხოვა. 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ, საპატრულო პოლიციას მოადგა "შკოდას" ფირმის ორი ავტომანქანა და "მერსედესის" ფირმის მიკროავტობუსი, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოხტნენ."

,,ამის შემდეგ, ბერუაშვილმა და მისმა მეგობრებმა გაქცევა სცადეს, მათ სწრაფად ავტომანქანა გააჩერეს და ბაღებისკენ გაიქცნენ. მათი მისამართით რამდენიმე გასროლა განხორციელდა. სპეცრაზმელები უყვიროდნენ და დახოცვით ემუქრებოდნენ. გიორგი ბერუაშვილი აღაიანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიფარა. მისი მეგობრები კი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალგაზრდები ანგარიშსწორებისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რის გამოც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება."
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.