Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
“თქვენს ოთახში, თქვენ წინ მირტყამდა მუშტებს” – ანატოლი გიგაური მოწმე პოლიციელს
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქის, ქარელის
მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მცხოვრების, ანატოლი გიგაურის საქმეზე
დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ. ერთ-ერთია ვახტანგ
დაბრუნდაშვილი – გამომძიებელი, შეადგინა გიგაურის დაკითხვისა და
ჩხრეკის ოქმები მისი დაკავების შემდეგ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომლის ჩანაწერს ,,ნეტგაზეთი'' ავრცელებს, გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა, ვახტანგ გაბუნიამ. დაკავებული ამბობს, რომ ამ დროს ოთახში იყო თავად დაბრუნდაშვილიც, თუმცა მას რეაგირება არ ჰქონია. მოწმე პოლიციელმა მომხდარს უარყოფს.
ბრალდებული ანატოლი გიგაური: “თქვენ ოთახში რაც ხდებოდა ხართ თუ არა მაგაზე პასუხისმგებელი?
პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი: “რა საგამოძებო მოქმედებებიც ჩაატარა, აღვნიშნე მე და იმათზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ”
ბრალდებული ანატოლი გიგაური: “თუ რამე დარღვევა მოხდა ჩემ მიმართ, იმაზეც იღებთ პასუხისმგებლობას? შენს ოთახში, თუ შენ არ განახორციელე რეაგირება, მაგაზეც იღებ პასუხისმგებლობას?”
პოლიციელი ვახტანგ დაბრუნდაშვილი: “რა დარღვევას გულისხმობთ?”
ბრალდებული ანატოლი გიგაური: “ვთქვათ, მოხდა დარღვევა. ჰიპოტეტურად ვისაუბროთ. როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი, რომ რეაგირება განგეხორციელებინათ?”
ამ დროს პროკურორმა თამარ იაკობიძემ კითხვის აცილება მოითხოვა. მან განმატა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მხარეებმა ფაქტები უნდა განიხილონ და არა ჰიპოთეტური დაშვებები. ამის შემდეგ, დაკავებულმა პოლიციელს პირდაპირ კითხა, იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ მისივე კაბინეტში, მის თვალწინ სცემა.
ბრალდებული ანატოლი გიგაური: “თქვენს ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა მუშტებს, იმ მუშტების შედეგად მე სისხლჩაქცევები განმივითარდა თავზე. შენს ოთახში სისხლჩაქცევები განმივითარდა თავში. თქვენს ოთახში, თქვენ წინ, როცა თქვენ ვითომ არ იყურებოდით და კომპიუტერს აწკაპუნებდით, თავში მე მირტყამდნენ, თქვენ არც რეაგირება განახორციელეთ …
გამომძიებელმა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა გიგაურს საუბარი შეაწყვეტინა, რის შემდეგაც მას მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ ჰკოთხა, ადასტირებს თუ არა ბრალდებულის მონათხრობს.
“არ ყოფილა ეგეთი ფაქტბეი რა, ბატონო მოსამართლე”, – უპასუხა მოსამართლეს პოლიციელმა.
ანატოლი გიგაური დააკავეს 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლს სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიგაური ადასტურებს ფაქტს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელს, მაგრამ ამბობს, რომ ეს იყო თავდაცვა. ის ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, რუსთაველისკენ მსვლელობით მიმავალი, მას პოლიციელმა ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი შეაგინა. მაშინ, როცა მეორედ სცადა მისთვის მუშტის დარტყმა, მან პოლიციელს ხელი ჰკრა და მოიშორა. რამდენიმე საათის შემდეგ, ის სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
ვრცლად: ნეტგაზეთი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |