Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынгәы 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გოჩა ბზიშვილი - ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ვეტერანი
გორელი გოჩა ბზიშვილი ომის ვეტერანია. ახალგაზრდა იყო, როდესაც რეგიონის სარდლად დაინიშნა. 1992 წელს მიღებული მედალი დღემდე აქვს შენახული. იხსენებს, რომ ომში ძმებთან — პაატა და ხვიჩა ბზიშვილებთან — ერთად მონაწილეობდა.

ორივე, მისი თქმით, საომარი მოქმედებების დროს მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა, თავად კი დაინვალიდდა.

გოჩა აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, სადაც უკანონო პატიმრობაში მყოფი ახალგარზდების გათავისუფლებას, ხელახალ არჩევნებს და მოძალადე სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.

ერთ-ერთ აქციაზე ყოფნის გამო, ვეტერანი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს, რასაც ახლა სასამართლოში ასაჩივრებს.

„ვუცქერი იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ციხეში ტყვედ არიან გამოკეტილები, პატარა ბიჭები. მე ყოველთვის მივდივარ მათ სასამართლოებზე და კიდევაც წავალ, რომ ეს ბიჭები გამოუშვან იქიდან.“ ვეტერანის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც რეჟიმი პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო განსაკუთრებული სიმკაცრით სჯის. „ქალბატონი, რომელიც ერთი გარტყმის გამო ციხეში ზის; ქალბატონი მზია ამაღლობელი ერთი გარტყმის გამო 6-დან 9 წლამდე უნდა გამოამწყვდიონ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დაუფასებლობაა.“

იგი იხსენებს 2008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებს და რუსი სამხედროების მიერ მოკლულ ბავშვს, რომელიც, მისი თქმით, მის მეზობლად ცხოვრობდა და შემთხვევის ადგილზე დაიმარხა.

“აგერ ჩემი მაგიდა მაქვს აივანზე, გამოვალ ხოლმე, ვუცქერ გორისციხეს; ვფიქრობ ხოლმე, რამდენმა ადამიანმა იბრძოლა და დღესაც ამ უბედურებაში ვართ. 2008 წელს ჩემი მეზობელი, აგერ იქ ცხოვრობს, ბავშვი რომელიც რუსებმა მოკლეს და მაშინ იქვე დაიმარხა” ბზიშვილი მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და აცხადებს, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება. სწორედ ახალი არჩევნების დროს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა არჩევანი ოკუპანტ რუსეთსა და ევროპულ მომავალს შორის. „აქციებზე გავალ, იმიტომ რომ ეს ახალგარდები გამოუშვან და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. რუსეთი გვინდა თუ ევროპა გვინდა — იქ გამოჩნდება ყველაფერი.“
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.